მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან ხელსაყრელ შედეგს იძლევა'' - განაცხადა თიბილოვმა კრემლში გამართულ...

,,ჩვენი თანამშრომლობა რუსეთთან ხელსაყრელ შედეგს იძლევა” – განაცხადა თიბილოვმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე პუტინთან

Published on

გუშინ, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტსა და  ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის  შეხვედრა გაიმართა.
 
მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, მათ შორის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.   ვლადიმერ პუტინმა წარმატება უსურვა ლეონიდ თიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც უახლოეს ხანებში  გაიმართება.
 
,,დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ შენობებზე, ახალ გზებზე, სოციალური დანიშნულების ობიექტებზე, ყველაფერი ეს საგრძნობია და, რა თქმა უნდა, ეს დიადი რუსეთის დამსახურებაა – განაცხადა თიბილოვმა – შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რომ  ხალხი უკვე სხვანაირად უყურებს ცხოვრებას, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა რუს კოლეგებთან უამრავი პროგრამის რეალიზებაში, მათ შორის საინვესტიციო პროგრამებში, ხელსაყრელ შედეგს იძლევა“, – აღნიშნა ლეონიდ თიბილოვმა. 
 
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და  სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირული ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, რომ სიტუაცია თქვენს ქვეყანაში სტაბილურია- დასძინა მან და გამოთქვა იმედი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალში ასევე მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის.
 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...