მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობას შეხვდა...

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა [Video]

Published on

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი  დღეს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ამომრჩევლებს შეხვდა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა.  როგორც პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში სიციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მან მხარდამჭერებს წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო.ვაშაძის თქმით, ესაა აღმშენებლობის სტრატეგია, რომელზეც მუშაობდა ძალიან ბევრი უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები და დეტალურადაა გაწერილი ყველა პროექტი, რომლითაც უნდა დაიწყოს საქართველოს აღმშენებლობა. შეკრებილებს სიტყვით მიმართრეს პარტიის სხვა ლიდერებმაც, თაკო ჩარკვიანმა, თეონა აქუბარდიამ, პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა.

სტრატეგია აღმაშენებელმა უკეთესი საქართველოს აშენების სტრატეგიის 5 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ძირითადად მოიცავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალგაზრდების დასაქმებას, საბანკო სესხებზე პროცენტის განახევრებას, წამლების გაიაფებას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას.ვაშაძის თქმით, ქვეყანა უკიდურეს სიღატაკეშია და სტრატეგია აღმაშენებელი არის ის გაერთიანება, რომელსაც კონკრეტული გეგმები აქვს სიღარიბის დასაძლევად და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. სამი ძირითადი პრობლემა არსებობს დღეს საქართველოში – შიმშილი, კრიმინალი და მორღვეული საგარეო ვექტორი, რომელიც “ქართული ოცნების” მმართველობამ მოიტანა.- განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...