მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა” ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა [Video]

Published on

“ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა” ზუგდიდში ოფისი გახსნა და მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.პარტიის გენრალური მდივნის მარიამ ჯაშის თქმით, პარტია სწორედ სამეგრელოდან იწყებს კანდიდატების წარდგენას, რადგან სამეგრელო განსაუთრებით ღირებული ადა მნიშვნელოვანია საქართველოს გაერთიანებისა და წარმატების გზაზე. დღეს შეკრებილ საზოგადოებას პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად ჯამბულ ნაჭყებია წარუდგინა. “ჯამბულ ნაჭყებია იმსახურებს ზუგდიდის საზოგადოების უპირობო ნდობას, სწორედ ის არის კანდიდატი, რომელიც სჭირდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვასა და ჩვენი საზოგადოების წინსვლას”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ჯაშის თქმით, ერთ-ერთი საკითხი რომლისთვისაც იბრძოლებენ, არის ის, რომ უკეთ იყოს დაცული მეგრული ენა, როგორც ისტორიული და კულტურული ღირებულება ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც სვანური და ლაზური ენები. ასევე მან საზოგადოებას პარტიის მთავარი მიმართულებები გააცნო: სიღარიბის დაძლევა და მინიმალური ხელფასი 500 ლარის ოდენობით.
საშემოსავლო გადასახადების განახევრება იმ პირებისა და ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც 1000 ლარამდეა.
ღირსეული საცხოვრისი უზრუნველყოფა ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, დევნილებისთვის.

ჯამბულ ნაჭყებია არის ისტორიკოსი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი 25 წლიანი გამოცდილებით სასკოლო, საუნივერსიტეტო და არაფორმალური განათლების სფეროში. აქვს 20 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...