მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ - ში მოსალოდნელი სტიქიის გამო ნახევარ მილიონამდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდება

აშშ – ში მოსალოდნელი სტიქიის გამო ნახევარ მილიონამდე მოქალაქის ევაკუაცია მოხდება

Published on

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოახლოებული ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ ქარიშხალი „ლაურა“ ფატალური შტორმის ტალღებს, ძლიერ ქარსა და წყალდიდობას გამოიწვევს.

BBC-ი წერს, რომ მეოთხე კატეგორიის შტორმი ტეხასისა და ლუიზიანას შტატებს უახლოვდება, ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 240 კილომეტრია და თუკი აღნიშნული სიჩქარე შენარჩუნდება, შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქარიშხალი დაატყდება თავს

მოსალოდნელი სტიქიის გამო ნახევარ მილიონამდე მოქალაქეს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარიშხალი „ლაურა“ მექსიკის ყურის სანაპიროს ნაწილში, სავარაუდოდ, სიცოცხლისთვის სახიფათო რისკებს გამოიწვევს.

„ქარიშხალი ხუთშაბათს აღმოსავლეთ ტეხასისა და დასავლეთ ლუიზიანას ნაწილებსაც მიაღწევს“, -აცხადებენ აშშ-ის ქარიშხლების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, ქარიშხალი „ლაურა“ და „მარკო“ ცოტა ხნის წინ კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს, რასაც 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰაიტი დააზარალა, სადაც შტორმს სულ მცირე 21 ადამიანი შეეწირა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...