მთავარისიახლეებისაზოგადოებანაცატუს მოსახლეობამ გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

ნაცატუს მოსახლეობამ გზის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა[Video]

Published on

სოფელ ნაცატუს მოსახლეობამ გზის მოთხოვნით წალენჯიხა_ ზუგდიდის ცენტრალური გზა გადაკეტა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე სოფლის რწმუნებული არჩილ ბერანძე იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა რომ ტექნიკა შემოყვანილია, რომ სამუშაოები დაიწყოს და პროეტიც მზადაა, თუმცა მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ აძლევს ტექნიკას მოსახლეობა მუშაობის საშუალებას.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიგა ფარულავა მივიდა, მისი თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და მეორე ეტაპის სრულად განხორციელება 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდება და არ მიიღებენ დაპირებას, რომელიც მხოლოდ გზის მოხრეშვას მოიცავს. საუბარია ზემო ნაცატუს უბანზე, სადაც მოსახლეობა წლებია უგზოობას უჩივის. დაახლოებით ორკილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც 100-მდე  ოჯახი ცხოვრობს, ვერც ტრანსპორტი გადის და  ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ გადაადგილება

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...