მთავარისიახლეებისაზოგადოებადაუნის სინდრომის დღე ზუგდიდში მსვლელობით აღინიშნა

დაუნის სინდრომის დღე ზუგდიდში მსვლელობით აღინიშნა

Published on

21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, აქცია სახელწოდებით: „ უთვალავი წინდა’’გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჭრელი წინდებითა და ფერადი ბუშტებით მსვლელობა გამართეს ცენტრალური მოედნიდან ბულვარამდე. აქციის დასასრულს, მონაწილეებმა, ცენტრალურ მოედანზე სიმბოლურად ფრანები გაუშვეს. ქალაქ ზუგდიდის მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნინო სხულუხიამ აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქართველოში მეხუთე წელია აღნიშნება. დღის ცენტრის ადმინისტრატორმა იამზე ალფენიძემ გვითხრა, რომ ეს ბავშვები არიან მზე, სხივი და სითბო. სიყვარულის, კეთილსინდისიერების განსახიერება. ისინი უბოროტონი,  უმანკოები არიან. „ცხოვრებაში მეორე შანსი რომ მქონოდა, ალბათ იგივეს გავაკეთებდი საზოგადოებრივ საქმიანობაში, მადლობა უფალს ამის შესაძლებლობა რომ მაქვს.’’-განაცხადა ალფენიძემ.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...