მთავარისიახლეებისაზოგადოება21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

Published on

 

21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია, დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართველოც.წლევანდელი კამპანიის საერთაშორისო სლოგანია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. (My Voice, MyCommunity – Enabling people with Down syndrome to speak up, be heard and influence government policy and action, to be fully included in the community) აღნიშნული სლოგანიდან გამომდინარე, 2017 წლის კამპანიის მოქმედი პირები იქნებიან თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ.დაუნის სინდრომით ყოველი 800 დან ერთი ბავშვი იბადება.დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად- დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.საქართველოში წელს პირველად პარლამენტის თბილისის შენობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართება კონფერენცია სადაც თავად დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა სპიკერები წარსდგებიან მთავრობის წევრების დიპლომატიური კორპუსის პარლამენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინაშე.
 

 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...