მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ [Video]

Published on

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ  “მთავარმა არხმა” გაავრცელა , დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი 2 დღის წინ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტერიტორია მათ ღამის 12 საათისკენ დატოვეს.მათ უპრობლემოდ გაიარეს ბლოკ საგუშაგოები, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათ შორის საგუშაგო, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი დგას. ენგურის ხიდთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია, თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი სპეციალურმა მანქანამ მიაცილა. ორივე მათგანი ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა ერთ ერთმა მოქალაქემ დაინახა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების ოკუპირებულ რეგიონში ყოფნას ადასტურებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, რომლებმაც  ენგურის ხიდიდან ორივე პოლიტიკოსი, განმუხურში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, “პარტიოტთა ალიანსის” ლიდერებმა განმუხური უკვე დატოვეს და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...