არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით თბილისის შემდეგ აბიტურიენტთა საინფორმაციო გზამკვლევის: „ჩემი მომავალი სასწავლებელი“-ს პრეზენტაცია ზუგდიდში გაიმართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამრთულ შეხვედრას აბიტურიენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ასევე საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ აბიტურიენტთა საინფორმაციო წიგნი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ვრცელდება.არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრმა 11 მარტს თბილისში სავაჭრო ცენტრ „ჯითისიში“ აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი გახსნა. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება საინფორმაციო პპრტალის ამუშავება (www.info.edu.ge), სადაც აბიტურიენტებს და ასევე სტუდენტებს ექნებათ საშუალება მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სისტემაში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.
ზუგდიდში აბიტურიენტთა საინფორმაციო გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
სიახლეები
სიახლეები
რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...
სიახლეები
უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სიახლეები
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...
სიახლეები
TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”
"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
TI-ის...