მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ხორციელდება...

ზუგდიდში დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ხორციელდება [Video]

Published on

პროექტ „დიაბეტის გართულებების ადრეული პრევენციის და მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის“ განმახორციელებლმა გუნდმა სამეგრელოს რეგიონში გამართა პირველი გასვლითი შეხვედრა. კერძოდ, პროექტის გუნდი ესტუმრა რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ „თანაზიარს“, რომელიც შერჩეულ იქნა პარტნიორად სამეგრელოს რეგიონში. პროექტის მიზანია დიაბეტის ადრეული დიაგნოსტიკისა და პაციენტზე ზრუნვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
ვიზიტის ფარგლებში, „თანაზიარის“ სამედიცინო ცენტრს გადაეცემა აღჭურვილობა, რომელიც ხელს შეუწყობს დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მქონე პაციენტების უკეთეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. დიაბეტისა და თვალის დაავადებების მქონე პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო გამოკვლევები და მიეცათ შესაბამისი დანიშნულებები. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია „დიაბეტის მსოფლიო ფონდისა“ და „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენელის“ მიერ.

სიახლეები

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 5 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი სამხედრო დაიღუპა. შემთხვევა სასწავლო ფრენის დროს...

შვილებთან კონტაქტს მიკრძალავენ – ალეკო ელისაშვილი

ერთი წელი სრული იზოლაციის პირობებში - მკაცრი რეჟიმის ციხეში მყოფი პატიმარი ალეკო ელისაშვილი წერს,...

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ181 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

ბოლნისში სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის...