მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკელი კონგრესმენები - ვგმობთ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების...

ამერიკელი კონგრესმენები – ვგმობთ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ

Published on

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელმა და კომიტეტის წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ მაიკლ მაკკოლიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზება დაგმეს. კონგრესმენებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მხარს უჭერენ ბელარუსი ხალხის უფლებას, მოითხოვონ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა.

„მხარს ვუჭერთ ბელარუს ხლხს, რომლებიც იყენებენ საკუთარ უფლებას, ჩაატარონ საპროტესტო აქცია და მოითხოვენ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას. მათი ხმა უნდა გაიგონ. კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფებას. ჩვენ ვგმობთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უგუნურ წინადადებას, ლუკაშენკოს რეჟიმისთვის სამხედრო დახმარების შეთავაზების შესახებ. მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, უარყოს მოსკოვის აგრესია და იმუშაოს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად და მოითხოვოს ათასობით დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, დაგმოს ბელარუსის ხელისუფლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება და დაიცვას ბელარუსი ხალხის სუვერენული უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი,“- აღნიშნულია კონგრესმენების განცხადებში.

შეგახსენებთ, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

სიახლეები

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...