მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკში ყაჩაღობა მოხდა

სენაკში ყაჩაღობა მოხდა [Video]

Published on

დღის საათებში სენაკში ერთ კვირაში უკვე მორე შეიარაღებული ყაჩაღობის შემთხვევა მოხდა.

თავდამსხმელებმა ამჯერად ბაჩანა გვილავას ოჯახი დააყაჩაღეს. გვილავას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში მასალის შესაძენ ფულს ინახავდა. სენაკში ამბობენ, რომ გვილავა “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და მას ტენდერებიდან საკმაოდ კარგი შემოსავალი ჰქონდა.

პოლიციამ ოჯახი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ წაღებული თანხის რაოდენობა მედიასთან არ დააკონკრეტოს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს სახლში შეჭრისას ბინაში მხოლოდ ასაკოვანი ქალი დახვდათ.

ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე სენაკში მომხდარი ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა.

წყარო: mtavari.tv

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...