მთავარისიახლეებიპოლიტიკა" სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა."- მიხეილ სააკაშვილი...

” სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა.”- მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

Published on

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მასშტაბსა და მნიშვნელობაზე კომენტარი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მისი აზრით, საქართველოში ყველასთვის გასაგებია, თუ რა ხდება ქვეყანაში პოლიტიკურ ასპექტში. ის დარწმუნებული იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსთავი 2-ზე იერიშს მიიტანდა. „ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოში სასამართლოს ინსტიტუტი, ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები, ბოლო არჩევნები საქართველოში იყო გაყალბებული, ჩატარდა უხეში მანიპულაციების და ყველანაირად დაუშვებელი მეთოდების პირობებში და მან მოიპარა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო უმრავლესობა. ივანიშვილი ესხმის თავს ახლა ინტენსიურად საქართველოს ეკლესიას. ამის არდანახვა, რომ ის დგას ყველაფრის უკან, არ შეიძლება. ეს კაცი ანადგურებს ავტორიტეტებს, რუსთავი 2 იყო ერთ-ერთი მთავარი ამ ავტორიტეტებს შორის,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ის ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის საქმის მოსაგებად „რეიდერული, ყაჩაღური შეტევა“ განახორციელა. „90-იან წლებში მთელი ფული ასე აქვს ნაშოვნი, ასეთი რეიდერობით სხვა ბიზნესების. სხვებს ართმევდა ბიზნესებს, ახევდა ბიზნესებს და აქ არ გამოუვიდა. არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...