მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას და ბიზნესს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას და ბიზნესს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

Published on

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას და ბიზნესს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„როგორც ჯანდაცვის პირველი პირი, თავს ვალდებულად ვთვლი, ჩვენს მოსახლეობას კვლავ მოვუწოდო თუ რამდენად მნიშნველოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, ნიღბის ტარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს სექტორის ჩართულობა, სადაც ჩვენი მოსახლეობის ნაკადების დენადობა ყველზე მაღალია: კაფეები, რესტორნები, სასტუმროები. მათ მოვუწოდებ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან, გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია გაიდლაინებში, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ასევე ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, როდესაც ისინი ისვენებენ მთის თუ ზღვის კურორტებზე ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც საჭიროა კოვიდ ინფექციისგან თავის დასაცავად“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ყოველდღიურად ბიზნესის მხრიდან რეკომენდაციების 20-მდე დარღვევა ფიქსირდება და სხვადასხვა სექტორის დამყოლობა განსხვავებულია.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...