მთავარისიახლეებისაზოგადოებამოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმტპომი, მიაკითხონ ექიმებს ან დარეკონ...

მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმტპომი, მიაკითხონ ექიმებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე – სოზარ სუბარი

Published on

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარი მოუწოდებს სვანეთის მოსახლეობას, ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომის ან ტემპერატურის შემთხვევაში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან მიმართონ ექიმს.

„დღეს ტესტირების არეალი ფართოდ გაიშალა, ერთი ჯგუფი წასულია უშგულში და ხეობის დასაწყისში. იდლიანში, ჭუბერში და ხაიშში მუშაობს კიდევ რამდენიმე ჯგუფი და ასე ნელ-ნელა დაიწყება ორივე მხრიდან ამ სოფლების სრულად მოცვა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება სრული სურათი. პარალელურად, იქ, სადაც უკვე ტესტირებები ჩატარდა და სადაც ტესტირებები ჯერ არ ჩატარებულა, პერმანენტული თერმოსკრინინგი იქნება. მოვუწოდებ ადამიანებს, რომ ყველამ, ვისაც აქვს სიცხე ან რაიმე სიმტპომი მაინც, მიაკითხონ ექიმებს, დარეკონ ცხელ ხაზზე იმიტომ, რომ ერთმა უყურადღებობამ გამოიწვია ის, რომ 30 ადამიანი უკვე იდენტიფიცირებულია, როგორც დაინფიცირებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...