მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე

ოკუპირებული აფხაზეთი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე [Video]

Published on

კორონა ვირუსი გამო მე- 6  თვეაა რაც ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. აფხაზეთში  საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა გალის რაიონში. ოფიციალური თბილისის არაერთი მოწოდების და საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი  გადაწყვეტილების გადახედვას არ ჩქარობს. მათი თქმით ამ ეტაპზე საქართველოსთან ე.წ საზღვირს განხსნა არ იგეგმება

მიმდინარე წლის თებერვალის  დასაწყისში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვარი  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის არგუმენტით ჩაკეტეს.

ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური ქსელის საშულაებით ოკუპირებლ აფხაზეთში მცხოვრებ თანამოქალაქეს ,რომელიც ღიად აცხადებს ,რომ არსებობს ჰუმინატარული კრიზისი აფხაზეთში და მოუწოდებს ლეგიტიმურ მთავრობას მოხერხდეს დიალოგის საშუალებით პრობლემის გადაჭრა .

ოდიშინიუსი ესაუბრა კონფლიქტოლოგ  პაატა ზაქარეიშვილს. ზაქარეიშვილის განცხადებით აუცილებელია დიალოგის გაღრმავება ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთს შორის მოსკოვის გარეშე  და ამით შესაძელებელია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება.

პრობლემის შესახებ საჯაროდ ვერ საუბრობს გალის საავადმყოფოს ერთ-ერთი მედ-პერსონალი და მისი უსაფრთხოებიდან გამომდიანრე ,,ოდიშინიუსიც“  არ მოახდენს მის იდენტიფიცირებას. ექიმი გვწერს,რომ   პრობლემა დიდი ხანია არსებობს ,მისი განცხადებით არ აქვთ სამედიცინო ეკიპირება და ამ პრობლემით უნდა დაინტერესდეს აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინიტრო.

,, აფხაზეთის მთავრობა თავისი ჯანდაცვის არაკომპეტენტური კანტორით საკითხს არც კითხულობს  პრობლემებს ვერ შეუქმნი ჩვენს სამსახურს, ყოვლ დღე დიდი ძალისხმევა გვჭირდება ელემენტარული პირობების გასატანად… ყველამ ყველაფერი იცის და არც მაქ არავის იმედი, , მავთულხლართების მიღმა ბევრმა არიცის თუ რა არის სიცოცხლის უფლებებზე ბრძოლა“ წერს საავადმყოფოს თანამშრომელი

აფხაზეთის ა/რ მთავრობას უყურადღებობსა და გუგლრილობაში ადანაშაულებს ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდოამრე ლექსო გოგოხია.  მისი თქმით აფხაზეთის მთავრობის წევრები კორონაპანდემის დროს ერთხელაც არ ჩამოსულან  .ე.წ საზღვართან და არ დაინტერესებულან მოქალეების მდოგმარეობით

ბრალდებებს პასუხობენ აფხაზეთის ა/რ მთავრობში, ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის მარინე ონიანის განცხადებით ბრალდებები არის უსაფუძვლო და მისი თქმით  სამინტრო 24 საათის რეჟიმში მუშაობს,იმისათვის რომ თავისი ძალებით დაეხამაროს საუკუპაციო რეჟიმის ქვეშ მოქცეულ თითოეულ ადამიანს

ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავენ  ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რაც შედეგად მოჰყვა აფხაზეთის რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვას. ცნობისთვის ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის  134 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 37 ადამიანი, გარდაცვლილია 3.

ავტორი: დიმა კვარაცხელია

სიახლეები

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...