მთავარისიახლეებისაზოგადოებააფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

Published on

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება – სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily Maverick-ის ცნობით, ხუთი გიგანტური ბაობაბი, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში უნდა გაეგზავნათ, პორტიდან უკან, ტიმბავატის კერძო ნაკრძალში აბრუნებენ.
გამოცემის ინფორმაციით, სექტემბერში სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდება წაუყენეს კომპანია Divine Landscapes-ის ხელმძღვანელს, კორნე მარეს. მარე ირწმუნება, რომ ხეები ბუნებიდან უკანონოდ არ ამოუღიათ და ისინი „კერძო ბაღებიდან მფლობელების თანხმობით მოიპოვეს“, თუმცა ის უარს ამბობს დამკვეთის ვინაობის გამხელაზე. Daily Maverick-მა სცადა პასუხის მიღება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც, იმის გასარკვევად, იგზავნებოდა თუ არა ხეები მის შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, თუმცა ივანიშვილის ადვოკატმა, საქართველოს საელჩომ, „ქართულმა ოცნებამ“ და პარლამენტის წევრებმა ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვეს.
სამართლებრივი პროცესის ფარგლებში, საქმის განხილვა იანვრამდეა გადადებული, სადაც ბრალდებულებს სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევთ. გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2024 წლის გახმაურებულ ფაქტზეც, როდესაც 2023 წელს კენიიდან ხეების მოყვარული მილიარდერის პარკში ჩატანილი რვავე ბაობაბი გახმა

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...

პირველი შეხვედრა რუსეთის სპეცწარმომადგენელთან, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება – კობახიძე

 ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და პირველი...

ჩვენ ვცდილობთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. საუბარია დაკავშირებადობის მინისტერიალზე ქართული მხარის არ...