მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეებს თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან ვაჭრობა აეკრძალათ - დახლები აღებულია

გარემოვაჭრეებს თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან ვაჭრობა აეკრძალათ – დახლები აღებულია

Published on

დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მისცეს – მათი დახლები აღებულია.
 
ამ პროცესს გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი და წინააღმდეგობა მოყვა. ადგილზე მობილიზებული არიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. 
 
გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ დახლების აღების გადაწყვეტილების შესახებ  ისინი არავის გაუფრთხილებია. მათივე თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და წასასვლელი არსად აქვთ. 
 
თბილისის მერიამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: აღნიშნული ლოკაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული და ხალხმრავალი ზონაა – გარევაჭრობა აქ და სხვა ადგილებში იწვევს  შეფერხებას გადაადგილებისას, ხელს უშლის უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ქალაქში არსებული ტურისტული ზონებისა და თბილისის იერსახის დამახინჯებას. ცალკე პრობლემაა ანტისანიტარია, მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის პირობების დაუცველობა, გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია და ამის თაობაზე არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, მათი მხრიდან აღნიშნული ქმედება ამ დრომდე არ აღკვეთილა. ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ტერიტორიიდან უნებართვო კონსტრუქციების აღებას იწყებს  
 
ანალოგიური ღონისძიებების განხორციელება უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღეკვეთათ. ''
 

გარემოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ. ასევე, არ გამორიცხავენ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაწვის შედეგად დაზარალებულთა პროტესტს შეურთდნენ.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...