მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალის რაიონში, სოფელ ჩხორთოლთან ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის...

გალის რაიონში, სოფელ ჩხორთოლთან ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის კახა პერტაიას ავტომანქანას

Published on

დღეს გალის რაიონში სოფელ ჩხორთოლის სიახლოვეს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის კახა პერტაიას ავტომანქანას  –  იუწყება ,,ნუჟნაია გაზეტა'' გალის რაიონის ადმინისტრაციის მეთაურის თემურ ნადარაიას მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 
 
ნადარაიას თქმით, კანდიდატი სოფელ ჩხორთოლში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მიემართებოდა.
,,მძღოლმა დაინახა, რომ გზისპირა ბუჩქებიდან  გამოვიდა ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი და  ცეცხლი გახსნა, მაგრამ მან შეძლო მკვეთრად შეეცვალა მოძრაობის ტრაექტორია და სიჩქარე და მოსწრო მანქანა დროზე გაეყვანა სროლის  ზონიდან'' – წერს ნადარაია.  
 
მძღოლის თქმით, თავდამსხმელმა მთელი მჭიდი გამოსცალა მანქანის მიმართულებით,  საპასუხო ცეცხლი ტაბელური იარაღიდან კახა პერტიამაც  გახსნა. შემთხვევის დროს არავინ დასავებულა. თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო. საქმეს რაიონის სამართალდამცავები იძიებენ. 
 
კახა პერტაია, რომელიც კენჭს გალის 35 საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს,  12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო  არჩევნების პირველი ტურის შედეგებით დიდი უპირატესობით უსწრებს  თავის უახლოეს კონკურენტს და გასულია არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 26 მარტს არის დანიშნული .
 
 ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს  დეპუტატობის კანდიდატის მიმართ აგრესიის გამოვლენის   მეორე შემთხვევაა, 16 მარტს სოხუმის ცენტრში ბენზინი გადაასხეს და დაწვეს დეპუტატობის კანდიდატ ბათალ აიბას ავტომანქანა. ,, აფხაზეთის პარლამენტში კენჭისყრა სოცოხლისთვის საშიში ხდება'' – წერს ,,ნუჟნაია გაზეტა''
 

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...