მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა ხდება ბათალ აიბასა და არჩევნებში მის კონკურენტს ერიკ რშტუნს შორის?...

რა ხდება ბათალ აიბასა და არჩევნებში მის კონკურენტს ერიკ რშტუნს შორის? ვის დაჭირდა აიბას მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება?

Published on

აფხაზეთში აქტიურად განიხილება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის ბათალ აიბას ავტომაქნისათვის ცეცხლის წაკიდების ფაქტი. ვრცელდება სხვადასხვა ვერსია , თუ  ვის  და რისთვის დასჭირდა ეს, მოსახლებს აზრი იხრება იქითკენ, რომ ეს ამ სააარჩევნო ოლქში აიბას კონკურენტის სომეხი ეროვნების ერიკ რშტუნის მხარდამჭერები ნახელავია, თუმცა თავად აიბა გამო 

გუშინ სოხუმში გაიმართა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის  დეპუტატობის კანდიდატების  ბათალ აიბასა და   ერიკ რშტუნის ერთობლივი პრესკონფერენცია აიბას ავტომანქანის დაწვასთან დაკავშირებით. 
 
როგორც ვიუწყებოდით, ავტომანქანა დაიწვა 16 მარტს , დაახლოებით 21:00 საათზე, როცა იგი   აიბას  საარჩევნო შტაბთან, დარსალიასა და ძიძარიას ქუჩების კუთხეში  იყო პარკირებული.  მანქანას ვიღაცამ ბენზინი გადაასხა  და ცეცხლი წაუკიდა. აალებულ მანქანაში ამ დროს არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, მსხვერპლი არ არის. სოხუმის პროკურორმა რუსლან თირქბამ საააგენტო  ТАСС –   ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. განიხილება ორი სამუშაო ვერსია – ცეცხლის განზრახ წაკიდება და თვითაალება.
 
გამომდინარე იქიდან, რომ ბათალ აიბა კენჭს იყრის სოხუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში და  12 მარტს გამართული არჩევნების შედეგებით გასულია მეორე ტურში, რომელიც 26 მარტს გაიმართება, გავრცელდა მითქმა — მოთქმა, რომ   ეს ინცინდენტი ყოფითი ხასიათისა  არ არის და   მისი კონკურენტის,  სომეხი ეროოვნების დეპუტატობის კანდიდატის ერიკ რშტუნის ნახელავია. სწორედ  ამ ჭორების გაფანტვა სცადეს აიბამ და რშტუნიმ ერთობლივ კონფერენციაზე პრესკონფერენციაზე.
 
მათ განაცხადეს, რომ ამ შემთხვევას განიხილავენ როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციაზე, არჩევნების მეორე ტურის ჩაშლაზე და ეროვნებათაშორის შუღლის დათესვაზე.
 
 ,, სრულიად მცდარად მივიჩნევ  მოარეულ ხმებს, რომ ამაში რაიმე როლი მიუძღვის ჩემს  კონკურენტს და მის მხარდამჭერებს ან  სხვა საარჩევნო შტაბების აქივისტებს. საზოგადოებას ვთხოვთ, ნუ აყვებიან ამ მონაჭორს, ნუ განიხილავენ უსაფუძვლო ვერსიებს მომხდართან დაკავშირებით და დაელოდონ გამოძიების შედეგებს – განაცხადა აიბამ.
 
გამოზიების დაჩქარებას მოითხოვს ერიკ რშტუნიც და საზოგადოებას თხოვს ნუ გამოიტანენ ნაჩქარევ დასკვნებს, რაც აფხაზეთის  მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
არც ის და არც  აიბა არ ასახელებენ თავიანთ ვერსიას: ,,ჩვენ არანაირი ვერსია არა გვაქვს, მაგრამ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ   არ ვაპირებთ ავყვეთ პოლიტიკურ მანიპულაციებს. გთხოვთ, მისცეთ ახალგაზრდა კანდიდატებს საკუთარი თავის წარმოჩენის  საშუალება  მშვიდ საარჩევნო გარემოში'' – განაცხადეს მათ. 
 
 
 
 
 

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...