მთავარისიახლეებისაზოგადოებათამარ ბაჩალიაშვილის დედა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ იქნა...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა

Published on

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი ბაჩანა ლობჟანიძე, რომ გაეტყუებინა ჩემი შვილი სახლიდან, – ამის შესახებ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თამაზაშვილის თქმით, მან შსს-ში ლობჟანიძის „ფსიქიკური პრობლემების საკითხი“ დააყენა.

“ბაჩანა ლობჟანიძე არის ჩანერგილი პიროვნება, მოგზავნილი. როცა დავრეკე, ის ბრძანდებოდა შსს-ში ტელეფონით”,- განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, “რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში”, ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...