ზუგდიდი- თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს, გამთენიისას,რომელსაც მგზავრები გადაყავდა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ქვები დაუშინეს და მინები ჩაუმსხვრიეს. ავტოსატრანსპორტო გაერთიანება “გლობუსის” წარმომადგენელი დავით დიდიშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პირი სოფელთან დახვდნენ სპეციალურად რომ მგზავრები დაეშინებინათ და ავტობუსის მინები ჩაამსხვრიათ, ამის შემდეგ აღნიშნული პირები იმავე სოფელში ისინი ავარიაში მოყვნენ რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. ისინი გადაიყვანეს ხობის პოლიციის განყოფილებაში. მსგავსი შემთხვევა სამგზავრო ავტობუსზე ერთი თვის წინათაც მოხდა.