მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანი კისკისებს, თალაკვაძე ლუღლუღებს - რა თქვა ისეთი მიხეილ სააკაშვილმა, რომ...

წულუკიანი კისკისებს, თალაკვაძე ლუღლუღებს – რა თქვა ისეთი მიხეილ სააკაშვილმა, რომ ესოდენ არაადექვატური რეაქცია გამოიწვია?

Published on

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩვეული სარკაზმით გამოეხმაურა .

,,მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის შიგნით განაჩენებით დადასტურებული კრიმინალია და ქვეყნის გარეთ უკვე რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს, დაემსგავსა ღამურას.აცხადებს მინისტრი, რომლის შედარებებს აშკარად აჩნია ქვეცნობიერზე კორონა ვირუსის ზეგავლენის კვალი . – ის აქაურიც ვეღარ არის, ცდილობს, აქ ფეხი ისევ მოიკიდოს, რისი პოლიტიკური რესურსი და შანსი მას არ გააჩნია და იმ ქვეყნებში, სადაც ჩაივლის ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხს ვერ იკიდებს, რადგან ის არც არასდროს არ ყოფილა რეფორმატორი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს მარგინალური, კრიმინალური ძალა რა განცხადებებს გააკეთებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ვემზადებით მაღალი ხარისხის, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნებისთვის.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მათტის ,, ოცნრებისთვის” დღეს არ არის მნიშვნელოვანი.

,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი, მას ორი არა უკვე აქვს 2012 წლის და 2016 წლის არჩევნებში, და მესამე არას მიიღებს 2020 წლის არჩევნებში. – აცხადებს პარლამდენტის თავმჯდომარე

რეალურად, ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რადგან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული პრინციპები და პარტიების საქმიანობის პრინციპები.

ის უფრო მეტად საკუთარი პარტიის და ოპოზიციის თავის ტკივილია, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული და მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დღეს არ არის მნიშვნელოვანი. აცხადებს არჩილ თალაკვაძე.ხოლო რას ფიქრობს და რას განაცხადებს ხალხი, ეს ახლაო მომავალში გაირკვევა

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...