მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოკატასტროპაში გარდაცვლილებიდან ორი რაგბის კლუბის ,,ზუგდიდის" მოთამაშეა - ამის შესახებ ინფორმაციას...

ავტოკატასტროპაში გარდაცვლილებიდან ორი რაგბის კლუბის ,,ზუგდიდის” მოთამაშეა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს

Published on

“სამწუხარო ინფორმაცია ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა რაგბი კლუბის ზუგდიდის ორი მოთამაშე იაკობ ოთხოზორია ლევან მაქაცარია “- ამის შესახებ ინფორმაციას “რაგბის კლუბი ზუგდიდი” ავრცელებს.

“კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს , უფალმა გაგაძლიეროთ ამ მძიმე ჟამს,”- წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შსს- ს განცხადებით , მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

სიახლეები

ომის პირობებში პუტინთან შეხვედრა მოსკოვში, შეუძლებელია – ზელენსკი

"მე რა, მისთვის ჩემოდანი ვარ, რომ ჩამსვას თვითმფრინავში და გამაფრინოს? ეს არასერიოზული საუბარია“, -...

კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. 19...

თბილისში გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...

24-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და...