მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში, თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის მშენებარე სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის მშენებარე სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

Published on

 

გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის მშენებარესახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა. ისინი შუახევის რაიონიდან არიან და, მათი განმარტებით, მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.
 
შეჭრილებს შორის იყვნენ ასევე ბათუმისა და ქობულეთის მცხოვრებლებიც, რომელთა თქმითაც, სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები არიან და ქირის თანხას ვეღარ იხდიან.
 
ადგილზე მივიდნენ  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვი და საპატრულო პოლიცია. 
 
როგორც აჭარის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულ შენობას ბენეფიციარები უკვე ჰყავს, ამასთან მშენებლობა დასრულებული არ არის.
 
,,აქ არის ოჯახების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ აქამდე ქირით იყვნენ, სოციალური დახმარებას იღებდნენ, ახლა მოეხსნათ ეს დახმარება და ვერ ახერხებენ ბინის ქირის გადახდას, რამდენიმე ოჯახია, რომელიც საუბრობს, რომ იყო მიგრირებული სხვა რეგიონში, დაბრუნდა და ისევ პრობლემა წარმოეშვა. ძირითადი ნაწილი არის ბუთურაულის მოსახლეობა. ხვალვე სოფელში ავა გეოლოგების ჯგუფი, თუ იქნება გეოლოგების დასკვნა, რომ იქ საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, სახელწიფო იღებს ვალდებულებას, ქირით აუღებს ბინებს მათ და როცა დასრულდება საკითხის შეწავლა ბოლომდე, ისინი ბინების  მოლოდინის რეჟიმში ჩადგებიან.” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ლაივ ჩართვაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. 
 
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ შეჭრილებმა შენობა დატოვეს. მათ აჭარის მთავრობის წევრებისგან პირობა მიიღეს, რომ ინდივიდუალურად ყველას პრობლემას შეისწავლიან და დაეხმარებიან.თუმცა ისინი იმასაც აღნოშმავენ, რომ პირობის შესრულების დიდი იმედი არა აქვთ.
 
“შეამოწმონ, შეისწავლონ ჩვენი სახლები და დაგვაკმაყოფილონ იმის მიხედვით, რაც გვეკუთვნის. რასაც ახლა ამბობენ, შევისწავლითო, ასე ამბობენ ათი წელია” – აცხადებენ ეკომიგრანტების სახლში შეჭრილი მოქალაქეები. 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...