მთავარისიახლეებისაზოგადოება"თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ, დავჯდები აქ და...

“თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ, დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ- თამარ ბაჩალიაშვილის დედა

Published on

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თუ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ იქნება და საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან პირადად შეხვედრაა.

„რადგან საქართველოს მთავრობა უძლურია ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას მოვითხოვ. ასევე მოვითხოვ კელი დეგნანთან შეხვედრას, რომ ამერიკელმა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი შვილის მკვლელობის ამბავი და გვერდში დამიდგნენ, რადგან მაღალჩინოსნები არიან მკვლელები და მე სამართალს ვერასდროს მივაღწევ. ამერიკელო ხალხო, გთხოვთ დამიდგეთ გვერდში.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ უარი არ თქვას FBI-ის ჩართულობაზე. მინდა უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და მასაც შვილები ჰყავს. გეხვეწებით, გემუდარებით, გიჩოქებთ. სამართალს ვერ მივაღწიე.

თუ არანაირი გამოხმაურება არ იქნება, პირადად ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია ოფიციალურად წერილი და თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ, პირადად დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...