მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. დააკავეს - მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა...

ზუგდიდში პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. დააკავეს – მას ნარკოტიკული საშუალების შეძენა – შენახვაში ედება ბრალი

Published on

შს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულია პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. , რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მასთან ერთად ასევე დაკავებულია ორი მოქალაქე ვ.შ.  და ვ.ს.
 
"შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.- ნატქვამია შშ სამინისტროს განცხადებაში – მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები – პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს – ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ. "შპრიცი" – სითხის შიგთავსით.
 
აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
 
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები".
 

სიახლეები

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...

უკრაინამ, შესაძლოა, 1.500 კმ.-ზე მფრენი Tomahawk-ის რაკეტები მიიღოს

დონალდ ტრამპი წინა თვეს განიხილავდა უკრაინისთვის „TOMAHAWK“ -ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას, მაგრამ ჯერჯერობით...

თითქმის არავინ ჰყავს, დარჩა მხოლოდ სოფელი… სოფელი იტირებს დათოს – თბილისში დაღუპული დათო ბართიას მეზობელი

ჟურნალისტი დალი ბჟალავა თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რა დროსაც შენობის ნაწილის ჩამოშლის შედეგად ორი...