მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია : ფოთში - ხობში და სენაკში ვიყრი კენჭს

გიგა ბოკერია : ფოთში – ხობში და სენაკში ვიყრი კენჭს

Published on

,,ევროპული საქართელოს” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას განცხადებით, ის მზად არის ჩაერთოს ბრძოლაში ივანიშვილის წინააღმდეგ და მისი თქმით ის იბრძოლებს ფოთის -ხობისა და სენაკის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობისთვის

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ქვეყნის გარე მტერს, პუტინის რუსეთს შეეკრას, ვებრძვით იმ ხალხს, ვინც მზადაა ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაყოს. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, რომელიც მოვიდა ლოზუნგით, რომ ვითომ მშობლები უნდა იყვნენ ჩვენი და ამ დროს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ეგეთი დაპირების შემდეგ, ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ვერჩით იმ ხალხს, ვინც კრიმინალს შეეკრა, რომ ძალაუფლებაში იყოს, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომაა ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამას გავაკეთებთ ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად. ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია, უნდა ვიყოთ ერთიანები, შეკრულები, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ იმათ, ვისაც ვებრძვით. „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა. შევკრავთ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამორიცხავს ვინმეს თავში ავარდნას და დავიწყებას, რომ ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ“,-აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის ამ წუთებში ,,ევროპული საქართელო” მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენს.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...