მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსი CCK მეორე სიმპოზიუმზე პლენარულ მომხსენებლად მიიწვიეს

სანდრა რულოვსი CCK მეორე სიმპოზიუმზე პლენარულ მომხსენებლად მიიწვიეს

Published on

,,მოხარული ვართ მივესალმოთ სანდრა ელისაბედ რულოვსს, როგორც ერთ-ერთ პლენარულ მომხსენებელს CCK ( Culture Cures and Kills – ,კულტურა კურნავს და კლავს)  მეორე სიმპოზიუმზე, რომელიც  28 მარტს გაიმართება ამსტერდამში – ნათქვამია სიმპოზიუმის ორგანიზატორთა განცხადებაში, რომელიც  ამ ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებული  –  მის მოხსენებაში განხილული ქნება საკითხი სოციალურ-კულტურული დეტერმინანტების ზემოქმედების შესახებ  აივ / შიდსის საპასუხო ღონისძიებებზე   აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.  
 
სანდრა  რულოვსი  ჯანდაცვის გლობალური  პოლიტიკის სპეციალისტია. სხვადასხვა დროს იყო  მიწვეული ლექტორი და  საქართველოს უნივერსიტეტში. 
 იგი ჰოლანდიელია,  მუშაობდა თბილისის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში . 2004-2013წლებში   აქტიურად იყო ჩართული  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში  საქართველოს პირველი ლედის სტატუსით,  შეიმუშავა ძუძუს კიბოს სკრინინგის, პალიატიური მზრუნველობის   ეროვნული პროგრამები და სათავეში ედგა საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის  საკოორდინაციო საბჭოს  (2004-2014) მას შემდეგ, რაც   აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყნისთვის მოქმედი  გლობალური ფონდის საბჭოს წევრი  გახდა2004 წლიდან სათავეში უდგას  პროექტების საკოორდინაციო საბჭოს;  
2005 წლიდან არის საერთაშორისო მოძრაობის-"შევაჩეროთ ტუბერკულოზი" ელჩი და გაეროს მოსახლეობის ფონდის       (UNFPA) კეთილი ნების ელჩი.'' – ნათქვამია სიმპოზიუმის ორგანიზატორთა განცხადებაში. 
 
.
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...