მთავარისიახლეებისაზოგადოებაევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

Published on

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს. 

მისი განცხადებით, საქართველოს ბევრი მეგობარი გიორგი რურუას პატიმრობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აღიქვამს.

„საქართველოს ბევრი მეგობარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აღიქვამს მედიის მფლობელი გიორგი რურუას ჯერ დაკავებას, ახლა კი მისთვის პატიმრობის მისჯას. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, როგორც ეს გააკეთა იმ დანარჩენ პირებთან მიმართებაში, რომლებიც იყვნენ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ეს წინასაარჩევნო კლიმატს გააუმჯობესებდა“ – წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...