მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკატერინე ტიკარაძე - ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის...

ეკატერინე ტიკარაძე – ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას

Published on

ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით საუბრისას.მინისტრის თქმით, ვირუსის გავრცელების დინამიკაზე დაკვირვება მიმდინარეობს.

„პერიოდულად ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის ნიშნები არის საკმაოდ დაბალი. ჩვენი ეპიდემიოლოგების და სამედიცინო პერსონალის მხრიდან დღეს სრულად ხდება გამკლავება, ინფიცირებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვაკვირდებით, რომ საქართველოში არის სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ, გაუმკლავდნენ ვირუსის მძიმე ფორმებსაც. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ და ვამზადებთ ჯანდაცვის სექტორს იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ ნებისმიერი რაოდენობის ინფიცირებული პაციენტის მიღებას ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ჩართულია რეგულირების სააგენტო და ხდება მონიტორინგი, რომ დარწმუნებული ვიყოთ ინფექციის მატებასთნ ერთად, ყველა ჰოსპიტალი შეძლებს თუ არა პაციენტების მიღებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...