მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს

Published on

ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარად კენჭისყრა გადაწყვიტა – ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

“ვერ დავუტოვებ საქართველოს გია ვოლსკის და მის ამფსონებს; ადამიანს, რომელსაც არავითარი შესაძლებლობა არ აქვს აქციოს ეს რაიონი ქალაქის ეკონომიკურ-კულტურულ ეპიცენტრად, უპასუხოს 21 საუკუნის გამოწვევებს და საჭირო ახალი მუხტი მისცეს ჩვენს ქვეყანას. ან დავრჩებით ვოლსკისთან ერთად ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში ან შევალთ 21 საუკუნეში, – ” წერს დოლიძე.  

მისი თქმით, ეს იქნება დავითისა და გოლიათის ბრძოლა, ვინაიდან “ქართულ ოცნებას” აქვს შეუზღუდავი რესურსი, თუმცა იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი დარწმუნებულია, რომ გამარჯვება მას დარჩება. 

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის”  დააფუძნა  და მისი თქმით, მოძრაობაში სამართლიანობისთვისა და სახელმწიფო ინტერესებისთვის ბრძოლაში ადამიანები ერთიანდებიან. ამ სამოქალაქო პლატფორმის დაარსების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ნაზი ჯანეზაშვილი მხარს სამოქალაქო სექტორის განცხადებას უჭერს, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა, მის საბჭოში მოღვაწეობასთან შეუთავსებელია. ჯანეზაშვილმა დოლიძეს მისი პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წყაროს დასახელებაც მოსთხოვა. ჯანეზაშვილი ასევე ამბობს, რომ გასარკვევია, თუ საიდან აქვს დაფინანსება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომელიც თვითონ დააფუძნა და რომლის ფინანსებსაც თავადვე განკარგავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი დოლიძემ 22 ივნისს დატოვა , მან პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილების შესახებ ფოსტით შეატყობინა.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...