მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 მილიონს გადააჭარბა

Published on

მსოფლიოში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა და 17 195 462-ს შეადგენს. დაავადებულთა რაოდენობით პირველ სამეულში აშშ ლიდერობს 4,5 მილიონი ინფიცირებულით, მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 2,4 მილიონი ადამიანია კოვიდ 19-ით დაავადებული, მესამე ადგილზე კი ინდოეთია 1,5 მილიონი ინფიცირებულით.

ამ დროისთვის, ინფიცირებულია 5 819 000 პირი, საიდანაც 66 385 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო გამოჯანმრთელდა 10 706 145 ადამიანი. გარდაიცვალა 670 317 პაციენტი. 

მსოფლიოში, ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ჩინეთში, 2019 წლის 31 დეკემბერს, საქართველოში კი უკვე 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

დღეს, 30 ივლისს Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სიახლეები

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის...