მთავარისიახლეებისაზოგადოებაწყალი, რომელსაც ჩვენს ბავშვებს ასმევენ ბაგა-ბაღებსა და განთავსების ინსტიტუციებში, ხშირ შემთხვევაში...

წყალი, რომელსაც ჩვენს ბავშვებს ასმევენ ბაგა-ბაღებსა და განთავსების ინსტიტუციებში, ხშირ შემთხვევაში მავნეა – ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს

Published on

 სახალხო დამცველის განცხადებით,   საქართველოში ბავშვთა განთავსების ინსტიტუციებში, თემსა თუ რეგიონებში უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში.
 
”სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში გამოკვლეული იქნა სასმელი წყლის 129 სინჯი. – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში – ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.
 
განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ქვეყანაში ცენტრალურ დონეზე არ იქნა განსაზღვრული მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომლის პირდაპირ და ძირითად ვალდებულებასაც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო და რეგულარული კონტროლი უნდა წარმოადგენდეს.
 
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უნდა განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი; ასევე აუცილებელია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შედგეს აქტიური კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...