მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშიას მერიის შენობაში განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს

თენგიზ ჯგუშიას მერიის შენობაში განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცეს [Video]

Published on

მერიის შენობიდან ჟურნალისტებისა და ოპერატორების ძალის გამოყენებით გაძევების გადაწყვეტილება პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ფოიეში ტრიბუნის დაკავება სცადა იმ მიზნით რომ განცხადება საჯაროდ გაეკეთებინა.

ჯგუშიას განცხადება ენგურქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მშენებლობას ეხებოდა, სადაც ორი დღის წინ მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და პეტიცია შეიმუშავა.

რაც შეეხება ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლას, მერიაში განმარტავენ, რომ არასდროს არ ქონიათ პრობლემა მედიასთან, „ თუმცა ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების კეთების ადგილი, სწორედ ამიტომ მოითხოვა დაცვამ გადამღები ჯგუფს დაეტოვებინა შენობა“- განმარტეს მერიაში.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...