მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი რურუას საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

გიორგი რურუას საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

Published on

გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს, 30 ივლისს გამოაცხადებს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, მისი ბრალეულობა არ დასტურდება არც ექსპერტიზის დასკვნებით და არც მოწმეთა ჩვენებებით. მათივე განმარტებით, საქმეში ბევრი პროცედურული დარღვევაა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია.

პოლიტიკოსები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას და მის გათავისუფლებას ისევ ითხოვენ, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ განაჩენი იყოს პოლიტიკურად მოტივირებული, ვინაიდან გიორგი რურუა არის “მთავარი არხის” დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების აქტიური მხარდამჭერი.

,,სრულიად ცალსახა არის, რომ გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი. ამაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, ამაში დარწმუნებულია მთელი ქართული საზოგადოება და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები მით უმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს წინასაარჩევნო პერიოდთან, – ამბობს ” ევროპული საქართველოს  პოლიტსაბჭოს წევრი სერგო რატიანი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს . რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავე და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას დღემდე არ ასრულებს.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...