მთავარისიახლეებისაზოგადოებასაუნჯე: "თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ ინიციატივა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს"

საუნჯე: “თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ ინიციატივა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს”

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯე" თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" განსაზღვრული შვიდი თვითმმართველი ქალაქსთვის (თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე) თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევის შესახებ. ასეთი სახის ინიციატივა ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პროცესს.

მიგვაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველების განვითარება, მათთვის სუბსიდიარობის პრინციპებზე დაყრდნობით უფლებამოსილების გადმოცემით და თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდა, ხოლო მერებისა და გამგებელბის პირდაპირ წესით არჩევა.

ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის გაუქმებით მოხდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებში შემავალი დასახლების თვითმმარველი თემის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაერთიანება. ქალაქის ტიპის დასახლებასა და სოფლის ტიპის დასახლებაში არსებობს განსხვავებული გამოწვევები. შესაბამისად, ქალაქის ტიპის დასახლების თვითმმათველი ერთეულის სტატუსით განვითარების სწრაფ ტემპებს აღწევს, ვიდრე ეს მოხდება სოფლის ტიპის დასახლებებთან გაერთიანებით, რადგან სოფლის ტიპის დასახლებებში არსებული პრობლემები და გამოწვევები განსხვავდება ქალაქის ტიპის დასახლებაში არსებულისგან" – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საუნჯე" ავრცელებს

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...