მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ჩვენი ევროპული არჩევანი ეჭვის ქვეშ დადგა, ყველაფერი თავდაყირა დადგება - ბათუ...

თუ ჩვენი ევროპული არჩევანი ეჭვის ქვეშ დადგა, ყველაფერი თავდაყირა დადგება – ბათუ ქუთელია

Published on

„ძალიან მნიშვნელოვან და რთულ პროცესთან გვაქვს საქმე,“ – აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას. მისი აზრით, დღეს წყდება, იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო. „ჩვენი ევროპული არჩევანი ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კომპონენტების, მაგრამ ჩვენი ევროპაში სწრაფვა დაიწყო იმით, რომ ჩვენ გავხდით ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილი და, თუ ეს საფუძველი დადგა ეჭვის ქვეშ, ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, იგივე უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს დადგება თავდაყირა. რეალურად, ეს იქნება პირველი მანიშნებელი იმისა, რომ ქვეყანამ შეიცვალა კურსი,“ – განაცხადა ბათუ ქუთელიამ. მისი აზრით, კონკრეტული ტექნიკური დეტალების გამოკლებით, დღეს მმართველი გუნდის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოზე საუბარი, რომ ის მეოთხე ინსტანცია არ არის და მისი გადაწყვეტილების აღსრულება აუცილებელი არ არის, რუსულ სცენარს ჰგავს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ახალი რეჟიმი დაამყარა და გაქრა იმის ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა იქნებოდა.ბათუ ქუთელია არ ეთანხმება ევა გოცირიძის წერილის შინაარსს იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება  საქართველოში სამართალწარმოების პროცესს შეაფერხებს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...