მთავარისიახლეებისამართალიეთერ ცხადაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას უყურადღებობაში ადანაშაულებს

ეთერ ცხადაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას უყურადღებობაში ადანაშაულებს

Published on

ეთერ ცხადაია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მფლობელი აცხადებს, რომ მიუხედავად შეპირებისა, პროკურატურაში შესახვედრად მასთან არავინ არ მივიდა. ეთერ ცხადაია ამბობს, რომ ის უნდა შეხვედროდა პროკურორს, თუმცა აუდიენცია ვერ შედგა. ცხადაიას ეჭვობს, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება და საგამოძიებო პროცესი შეგნებულად ჭიანურდება. ეთერ ცხადაიას განცხადებით, მთავარი პროკურორის მოადგილესთან ნონა თოლორაიასთან შხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა. ეთერ ცხადაიას თქმით, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის ნაფლეთების ბრალია“, რომლებიც ყოფილი მთავარი პროკურორის როლანდ ახალაიას დროს მუშაობდნენ და მუშაობენ ახლაც. მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მფლობელი ასევე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. მისი თქმით, ის მორალურთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს. დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის წინ ეთერ ცხადაიამ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილსაც მიმართა და ითხოვს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. 
 
მეფრინველეობის ფაბრიკის ყოფილი მფლობელი ეთერ ცხადაია მეშვიდე წელია საქმის გამოძიებას ითხოვს. ფაბრიკის ჩამორთმევაში ის ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს, მათ შორის, სამეფრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს ზაზა გოროზიას. 
 
ცხადაიას დღევანდელ განცხადებაზე და მოთხოვნაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში კომენტარი არ გაუკეთებიათ

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...