მთავარისიახლეებისაზოგადოებადიმა ობოლაძე "იმედზე" გადასვლას კარგი პირობების შეთავაზებით ხსნის

დიმა ობოლაძე “იმედზე” გადასვლას კარგი პირობების შეთავაზებით ხსნის

Published on

რუსთავი 2-დან კონკურენტ არხზე – დიმა ობოლაძემ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სამუშაოდ  ტელეკომპანია "იმედში" გადავიდა. არხზე ის სპორტული ინფორმაციების ბადეს ააწყობს, მოგვიანებით კი დაგეგმილია სპორტული გადაცემის გაკეთება. 
"ვადასტურებ, ნამდვილად გადავდივარ "იმედზე". შეთავაზება "იმედიდან" მივიღე.  მიზეზი არის ის, რომ მივიღე შემოთავაზება მეკეთებინა ჩემი საქმე. ნორმალური პირობებია, 21 წელი საკმაოდ ბევრია სხვა მიზეზები არ არსებობს. სამსახური შევივცვალე უბრალოდ. მესმის, რომ ხმაური მოყვა ამ გადაწყვეტილებას, რადგან 21 წელზე მეტია "რუსთავი 2-ში ვარ, ალბათ მაგიტომ. მიზეზები მეტი არაფერია. გამიჭირდა ძალიან ამ გადაწყვეტილების მიღება",- განაცხადა ობოლაძემ ჟურნალისტებთან  საუბრისას..
დიმა ობოლაძის თქმით, ტელეკომპანია "იმედიდან" ნორმალური შეთავაზება მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ "რუსთავი 2"-ში 21 წელზე მეტია მუშაობს, ამ შეთავაზებას დათანხმდა.
 

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...