მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, თუმცა უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან...

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ, თუმცა უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ

Published on

აჭარის მთავრობის თავმჯდომარი თორნიკე რიჟვაძისგანცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა მოქალაქე, რომელსაც თურქეთში სამუშაოდ წასვლის სურვილი აქვს, ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური 3- თვიანი ცნობა, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან იქნება გაცემული.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც თურქეთში სამუშაოდ გადასვლის სურვილი აქვთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლისგან გაცემული სამ თვიანი მოწვევების საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას, თუმცა ისინი უკან დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან კარანტინი გაიარონ“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...