"ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიმართავს გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. საგანგებო განცხადებაში, რითაც ის საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ნათქვამია:"20017 წლის 13 მარტს, ,,ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილის მიმართ, რომელიც ამავდროულად არის გაზეთის ოფისმენეჯერი, განხორციელდა პოლიციური ოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი უკანონო დაკავება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების „ბუტრონორფინის“ ჩადება.დაკავებისას უხეშად დაირღვა დავით ხარშილაძის უფლებები, მის მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, არის ნაცემი, არ გააცნეს მისი უფლებები, არ მისცეს ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება. მის მიმართ დაკავების შემდეგ ხორციელდებოდა არაადამიანური მოპყრობა, მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თანდასწრებითაც, რაც დაადასტურა კიდეც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულმა განცხადებამ.საქმეში არსებული დარღვევების შესახებ დაკავებულის ადვოკატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული დავით ხარშილაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. საჩივრის ასლი გადაეგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს.დამოუკიდებელი გაზეთი ,,ქრონიკა +“ ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ჟურნალისტური გამოძიება, რომელსაც გაზეთის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სისტემატურად ანხორციელებს, ამხელს თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ ფაქტებს.ორი კვირის წინ, „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნდა ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელების მამხილებელი მასალები, ასევე სისტემატურად ქვეყნდება სუსის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სტატიები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მუდმივად ადგილი ქონდა დამოუკიდებელი გაზეთის რედაქციის ოფისის უკანონო თვალთვალს, ასევე გაზეთის მთავარი რედაქტორის უკანონო მიყურადებას და მისი გადაადგილების მუდმივ კონტროლს, ასევე მუქარებს შვილის დაკავებასთან დაკავშირებით.„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო დაკავება და მისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჩადება არის მიზანმიმართული დევნა პირადად მის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან და გაზეთის კრიტიკულ პოზიციასთან.„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მიმართავს ქვეყანაში აკრედიტებულ საელჩოებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუწიონ მონიტორინგი დავით ხარშილაძის წინააღმდეგ დაწყებულ უკანონო სამართლებრივ დევნას და ითხოვს შვილის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიებს".
ელისო კილაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
სიახლეები
სიახლეები
რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...
სიახლეები
უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სიახლეები
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...
სიახლეები
TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”
"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
TI-ის...