მთავარისიახლეებიკონფლიქტებისამეგრელოდან გატაცებული 3 მოქალაქე გათავისუფლებულია

სამეგრელოდან გატაცებული 3 მოქალაქე გათავისუფლებულია

Published on

სამეგრელოდან გატაცებული 3 მოქალაქე, მიხეილ და მათე ლამანძიები, ბუთხუზ კვირკვია გათავისუფლებულები არიან –  ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან – გენადი ბესტაევი, ხვიჩა მღებრიშვილი და ზაზა გახელაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა მიხეილ და მათე ლამანძიები, ბუთხუზ კვირკვია და ტატო ზარქუა შვიდ ივნისსა და სამ ივლისს გაიტაცეს, მათ ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს სამი მოქალაქე აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. მათი თქმით, დღეს გალში გაიმართა მათი სასამართლო პროცესი და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“ იყვნენ დაკავებული.

სამივე მათგანის წინააღმდეგ აღძრული იყო ე.წ. სისხლის სამართლის საქმე.

საქართველოს სამი მოქალაქე 7 ივნისს დააკავეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...