მთავარისიახლეებიპოლიტიკაელისო კილაძის შვილის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

ელისო კილაძის შვილის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

Published on

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის საქმეზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების გარეშე მის გათავისუფლებას მოითხოვს, ბრალდება კი დაცვის მხარის ვარაუდით, დაპატიმრების შუამდგომლობას დააყენებს. მას ბრალი გუშინ საღამოს წარუდგინეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.“ბრალდების მხარის მტკიცებულებებში არის მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლიდანაც თითქოს ერთ-ერთმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, წავიდა რამდენიმე თანამშრომელი, დააკავეს და მას ამოუღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ამ მტკიცებულებებით თუ უნდათ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება, ეს საკმაოდ გაუჭირდებათ,“ – განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.დაკავებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე შვილის დაკავებას საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. კილაძე აცხადებს, რომ შვილის თავისუფლების სანაცვლოდ არავის გაურიგდება.„8-დან 20 წელი ძალიან დიდი თავხედობაა ბატონებო თქვენის მხრიდან. მე მინდა ივანიშვილის ხელისუფლებას ვუთხრა, მე თქვენი არ მეშინია, ქრონიკა პლუსი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას. ვიცი, რომ ჩემი შვილი არის თქვენი მძევალი. არანაირ საპროცესო გარიგებაზე რა თქმა უნდა, საუბარი არ იქნება, არანაირი პირობებით. ამიტომ, ვთხოვ პროკურატურას, რომ ამას ნუ შემომთავაზებენ,“ – აცხადებს ელისო კილაძე.უკვე ცნობილია, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს გამოძიება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაკოტიკული საშუალება ბუპრე-ნორფინის შეძენა-შენახვას ედავება.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...