მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს მეუღლის ფიქტიური დასაქმების გამო ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს მეუღლის ფიქტიური დასაქმების გამო ოფიციალური ბრალდება წაუყენეს

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ ფრანსუა ფიიონს, სახელმწიფო სახსრების მითვისების საქმის გამოძების ფარგლებში, თავისი მეუღლის ფიქტიური დასაქმების საკითხზე ოფიციალური ბრალდება წაუყენეს, – ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესს“ ფრანსუა ფიიონის ადვოკატმა ანტონენა ლევიმ განუცხადა. „ბრალდება დღეს დილით წარედგინა. მოსმენა გადაიდო, რათა მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო“, – აღნიშნა ადვოკატმა. თავის მხრივ საფრანგეთის პროკურატურის წარმომადგენლებმა „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ბრალდების წაყენების ფაქტი დაადასტურეს. სკანდალი ფრანსუა ფიიონის ირგვლივ მას შემდეგ განვითარდა, რაც ფრანგულმა გამოცემამ Le Canard Enchaine ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ფრანსუა ფიიონის მეუღლე პენელოპა ფიიონი წლების განმავლობაში ფიქტიურად იყო დასაქმებული ფრანსუა ფიიონის, იმ დროს სენატორის თანაშემწედ პარლამენტის აპარატში. ამაში ის ანაზღაურებას იღებდა, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობებს არ ასრულებდა, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენელოპა ფიიონმა ანაზღაურების სახით 900 ათასი ევრო მიიღო. 2005-2007 წლებში კი სენატში მუშაობის პერიოდში ფრანსუა ფიიონმა თავის აპარატში ფიქტიურად დაასაქმა თავისი შვილები, რაშიც მათ ანაზღაურების სახით 84 ათასი ევრო აიღეს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...