მთავარისიახლეებიეკონომიკარა ზამთრის კურორტების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, როცა 40 000 ...

რა ზამთრის კურორტების ხელმისაწვდომობაზეა საუბარი, როცა 40 000 ოჯახი მთავრობამ 2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე დატოვა?

Published on

 ,,აუცილებელია ზამთრის კურორტებზე დასვენება ყველა ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი – განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  „რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, რომ ისარგებლოს ამ ძალიან კარგი შესაძლებლობით, რომ გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში, ასევე გაიზიაროს ის პოზიტიური განწყობა, რომელიც მთის კურორტს ყოველთვის თან ახლავს, მით უფრო უკეთესია. ეს პირველი წელი იყო, როცა ჩვენ ეს დავაბრუნეთ. იმედი მაქვს, ეს მასშტაბი მომავალი წლისთვის გაიზრდება. როგორც ვიცი არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება, რომ ინფრასტრუქტურა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ უნდა გავხადოთ მთის კურორტი ხელმისაწვდომი ყველა შემოსავლის მქონე ადამიანისთვის.''

არ შეიძლება არ დაეთანხმო პრემიერს იმაში, რომ ზამთრის კურორტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა შემოსავლის ოჯახის ბავშვებისთვის, მაგრამ რას აკეთებს მთავრობა იმისათვის, რომ ოჯახებს რაიმე შემოსავალი მაინც  ჰქონდეთ. პასუხი ამ კითხვაზე უბრალო სტატისტიკაში დევს:  2016 წლის არჩევნებიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...