მთავარისიახლეებისამართალიროლანდ კოდუას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

როლანდ კოდუას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება [Video]

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილის ხელმძღვანელობით გრძელდება როლანდ კოდუას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი. საქმეზე დღეს მოწმეების დაკითხვა მოხდა, რომლებმაც შემთხვევის დღე გაიხსენეს და მომხრად ფაქტზე ისაუბრეს. მკვლელობა ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. როლანდ კოდუამ ახლობელს ელდარ მამფორიას ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით და ოჯახის წევრების განცხადებით, მკვლელობა შურის ნიადაგზე მოხდა. ოჯახის წევრები აცხადებენ , მკვლელობაში ბრალდებულს სოფელში არსებული ქონების მიმართ ჰქონდა ინტერესი. “ჩვენ ვთვლით, რომ მოტივი იყო შური, რომელიც ამოძრავებდა დედაჩემის ბიძას, რომელიც გახლდათ ჩვენი ნათესავი. მას არ უნდოდა მამაჩემის სოფელში დამკვიდრება და არ აძლევდა საშუალებას, რომ ისარგებლა იმ მოსავლით, რომელიც ჩვენ სოფელში გვქონდა. ეს არის რეალურად მკვლელობის მოტივი, რადგან მამაჩემი რეალურად იყო უკონფლიქტო, მშვიდი  ადამიანი. ჩვენი ოჯახის მოთხოვნაა დამნაშავის სამართლიანი დასჯა, რომ მან მიიღოს ის, რაც დაიმსახურა“ – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გარდაცვლილის შვილმა თეა მამფორიამ. მკვლელობაში ბრალდებულ როლანდ  კოდუას მიმართ საქმის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარიმართა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს სასჯელის სახით შვიდიდან თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...