აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დღეისთვის დაგეგმილი შეხვედრა, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო 17-ი მარტისთვის გადაიდო. ამის შესახებ რუსული სააგენტო RIA წერს. თეთრი სახლის პრესსპიკერის შონ სპაისერის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მოლაპარაკების გადადებაზე სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები რუსეთთან თანამშრომლობასა და უკრაინის კრიზისზე უნდა ემსჯელათ.RIA-ს ცნობითვე, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, რომელიც გასულ ღამით აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში დაიწყო, დღეს ნიუიორკში მდებარე გაეროს შტაბ-ბინა დაკეტილი იქნება. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური იუწყება.ნიუიორკში დღეს დაიკეტება სკოლებიც. ავიაკომპანიებმა 1,500-მდე რეისი გადადეს. დიდთოვლობა და ქარბუქი ერთი დღე შენარჩუნდება.
სიახლეები
სიახლეები
რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა
რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...
სიახლეები
უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...
სიახლეები
რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...
სიახლეები
TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”
"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს.
TI-ის...