მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე- პრეზიდენტს არ აქვს ხალხის სახელით კონსტიტუციის განხილვის მანდატი

ირაკლი კობახიძე- პრეზიდენტს არ აქვს ხალხის სახელით კონსტიტუციის განხილვის მანდატი

Published on

პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის ხალხის სახელით მინიჭებული მანდატით მოქმედებს, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მას არ აქვს ეს მანდატი მინიჭებული:"საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება ის, თუ როგორ უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ამ ნორმების თანახმად, კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო-სახალხო განხილვა და კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი. ეს წერია კონსტიტუციაში და მოქმედ კანონმდებლობაში, შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ეს მე არ ვიცი". საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის კონსტიტუცია ყველასია ფარგლებში შეხვედრა გუშინ გამართა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...