მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი თბილისის შემდეგ ზუგდიდშიც გაიხსნება

აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრი თბილისის შემდეგ ზუგდიდშიც გაიხსნება

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრისა და პიარ კომპანია „მეგა M“-ის ორგანიზებით განხორციელდა აბიტურიენტთა საინფორმაციო ცენტრის გახსნა და ასევე მათთვის საინფორმაციო წიგნის: „ჩემი მომავალი სასწავლებელი“ს გამოცემა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2017 წ.11 მარტს. ხოლო საინფორმაციო ცენტრი მოემსახურება მსურველებს 17 მარტამდე. საინფორმაციო წიგნი გავრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბითუსასყიდლოდ. ცენტრში განთავსებულია პროექტში მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების საპრზენტაციო კუთხეები, რაც საშუალებას მოგცემთ ერთ სივრცეში მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინტერნეტ საინფორმაციო პორტალი www.info.edu.ge, სადაც აბიტურიენტებს და სტუდენტებს ვებ გვერდის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სისტემაში არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. ცენტრი თბილისში, ვეკუას ქუჩაზე  (სავაჭრო ცენტრი ჯითისი)მდებარეობს, დედაქალაქის შემდეგ მისი გახსნა ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში იგეგმება.
 

სიახლეები

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...